12:53 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 13:11:44, 768 ნახვა

საზოგადოება
ფარნავაზ მეფის გამზირის მიმდებარედ თანამედროვე სკვერი მოეწყობა

კომპანია „პროდიუს ინვესტი“ საბურთალოს რაიონში, ფარნავაზ მეფის გამზირის მიმდებარედ თანამედროვე სკვერს მოაწყობს - შესაბამის მემორანდუმს საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და კომპანიის ხელმძღვანელმა ამირან წკრიალაშვილმა მოაწერეს ხელი.

მერიის ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერას დიდი დიღომი-ვაშლიჯვრის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, რომლებიც პროექტის განხორციელებაში ყველა ეტაპზე ჩართულები იქნებიან.

ბექა მიქაუტაძის განცხადებით, სასიამოვნოა, რომ მის შეთავაზებას ბიზნესისადმი, ჩართულიყვნენ რაიონის კეთილმოწყობის აქტივობებში, კიდევ ერთი გამოხმაურება მოყვა და უკვე სახეზეა კონკრეტული პროექტი, რომლის განხორციელებაც უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გადაწყვეტილებისათვის, რომ დიდ დიღომს კიდევ ერთი ლამაზი და ახალი სკვერი შემატოთ. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, რომელიც აქტიურად არის ჩართული გამგეობის კონკრეტულ სამუშაოებში და ეს თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოტივატორია“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

კომპანია „პროდიუს ინვესტის“ ხელმძღვანელის განცხადებით, სკვერის კონცეფციასა და პროექტს ისინი უახლოეს დღეებში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან ადგილზე განიხილავენ და ყველასათვის მისაღებ ვერსიას ერთად შეარჩევენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics