|
2016-07-26 11:54:41, 1876 ნახვა
მსოფლიო
მიუნხენში მყოფი ქართველი - ხალხი პანიკაშია, 6 საათის შემდეგ ქალაქი ცარიელია
მიუნხენში მყოფი ქართველი სტუდენტი ნინო კიკვაძე ტერაქტის შემდგომ ქალაქში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ იმ სავაჭრო ცენტრში, სადაც ტერაქტი მოხდა, ხალხი ფაქტიურად, აღარ შედის. როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას კიკვაძემ აღნიშნა, ქალაქი სამართალდამცველებით სავსეა, თუმცა იმისათვის, რომ ხალხში პანიკა უფრო მეტად არ გაღვივდეს, მათ უმეტესობას სამოქალაქო ფორმა აცვია. „ქალაქი პოლიციით სავსეა. ხალხის პანიკის თავიდან ასაცილებლად, სამართალდამცავების უმეტესობას სამოქალაქო ფორმა აცვია. აეროპორტში კონტროლი ძალიან გამკაცრებულია, მეტროებში უამრავი სამართალდამცავი დგას. პოლიციაც ძალიან დაძაბულია, კონტროლს მთელი დღის განმავლობაში ახორციელებენ საეჭვო ადამიანებს სამართალდამცავები ქუჩაში აჩერებენ და ჩხრეკენ“, - აცხადებს ნინო კიკვაძე. მისივე თქმით, ტერაქტიდან 15 წუთის შემდეგ ცრუ განგაში იყო და პანიკაში მყოფი ხალხი მაღაზიებში შევარდა. „ტერაქტიდან 15 წუთის შემდეგ ცრუ განგაში იყო. დაპანიკებული ხალხი მაღაზიებში შევარდა და იქაურობა დალეწეს. ჩემი მეგობარი ტერაქტის დროს სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა და წუთით გამოასწრო თავდასხმას. იგი ავტობუსში ავიდა, თავად სავაჭრო ცენტრი 4 სათის განმავლობაში ჩაკეტეს. ავტობუსიც გაჩერებული იყო და შიგნიდან ჩაკეტილი. მასში შესვლას არაბი გარეგნობის ბიჭიც ითხოვდა, მაგრამ გერმანელებმა კარები არ გაუღეს. ბიჭმა ჯიბეები ამოიტრიალა, ხელები მაღლა ასწია, მაგრამ გერმანელებმა ავტობუსის კარები მაინც არ გაუხსნეს, ტერორისტი ეგონათ“, - აცხადებს კიკვაძე. შეგახსენებთ, რომ მიუნხენში, სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიასთან" უცნობმა მამაკაცმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაჭრა, 3 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი 18 წლის ირანელმა ახალგაზრდამ გახსნა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)