12:53 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 15:07:48, 695 ნახვა

საზოგადოება
ავლაბრისა და მახათას დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა

სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის სამუშაოები დასრულდა. 
თბილისის მერიის ინფორმაციით, ორკილომეტრიანი გზა, თბილისის ისტორიულ უბანს, ავლაბარს მახათას დასახლებასთან დააკავშირებს, რაც მოძრაობის განტვირთვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.      
მათივე ცნობით, ავლაბრისა და მახათას დამაკავშირებელ  გზაზე თბილისის მერი დავით ნარმანია.

 თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე იმყოფებოდნენ. დავით ნარმანია შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.  დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული გზის გაკეთება წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც შესრულდა. 

„ეს არის სტრატეგიულად   მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი, რომელიც  ორ უბანს, ავლაბარსა და მახათას  ერთმანეთთან აკავშირებს. აქ გზა არასდროს ყოფილა და შესაბამისად ნულიდან მოხდა მისი მოწყობა. სამებისა და მახათას ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზის გაკეთება იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ქალაქის ეს ნაწილი  საგრძნობლად ვითარდება, ხალხი გადმოდის საცხოვრებლად და შესაბამისად აუცილებელია მათთვის კომფორტის შექმნა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

აღნიშნულ გზაზე დაიგო ასფალტის საფარი, დამონტაჟდა კიუეტები, ასევე მოეწყო ტროტუარები. მიმდინარე ტერიტორიაზე სავალი გზა არასდროს ყოფილა.  

სამუშაოები ნულიდან დაიწყო და კაპიტალურად მოეწყო.

გზის კაპიტალური მშენებლობის სამუშაოებს შ.პ.ს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აწარმოებდა.
(NS) 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics