12:53 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 15:02:15, 592 ნახვა

საზოგადოება
ქვემო ქართლში ახალი, რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით დეტალები განიხილეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერაბ თოფჩიშვილს შეხვდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო ქვემო ქართლში ახალი, რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული დეტალები.

შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი გულისხმობს მყარი ნარჩენების მართვის გარემოსა და და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო ინტეგრირებული სისტემის განვითარების ხელშეწყობას ქვემო ქართლის რეგიონში. პროექტის მიზანია ქვემო ქართლის ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა.

 ახალი ნაგავსაურელი მოემსახურება ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტს (წალკა, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი).

პროექტის ფარგლებშიასევე მოხდება აღნიშნული მუნიციპალიტეტების აღჭურვა აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტი კომპანიისა (HPC) და დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის პროგრამის კონსულტანტიკომპანიის (SAURECA)  წარმომადგენლები.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics