|
2015-01-09 13:18:41, 4243 ნახვა
სამართალი
ჩაჩუას პროცესზე ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზის ამსახველი ვიდეომასალის ჩვენება მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ექსპერტის ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევას ეთმობა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. გარდა ამისა, მიმდინარეობს იმ ვიდეომასალის ჩვენებაც, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზას ასახავს. სწორედ ამიტომ, სასამართლო სხდომა დაიხურა. ცნობითსთვის, პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილმა გამგემ ლევან ჩაჩუამ 2005 წლის 03 თებერვალს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა. კერძოდ, გამოძიების ცნობით, ჩაჩუამ სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. ვინაიდან წარმოებული გამოძიებით ეჭვქვეშ დადგა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, ზ.ჟვანიასა და რ.უსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზისა და გარემოებების დადგენის მიზნით, საქმეზე ახალი ექსპერტიზის ჩატარება აუცილებელი გახდა. ლევან ჩაჩუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)