|
2016-07-23 10:39:02, 1941 ნახვა
მსოფლიო
ბოლო მონაცემებით, მიუნხენში თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა (ვიდეო)
მიუნხენში სროლის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ცხრა ადამიანი გარდაიცვალა, 10 კი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, დაუზუსტებელი ინფორმაციით კიდევ ერთი ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა ეს ოფიციალურად არ დასტურდება. ადგილობრივი სამართალდამცველების ვარაუდით, გარდაცვლილთა შორის შესაძლოა თავად თავდამსხმელი იყოს. ამასთან, მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელების ძებნა ამ დრომდე გრძელდება. სამართალდამცვეები თვითმხილველებს მოუწოდებენ, მთ ხელთ არსებული ყველა ფოტო და ვიდეო მიაწოდონ. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ცნობისთვის, დღეს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უშიშროების საბჭოს სხდომას გამარტავს. შეხვედრაში მონაწილეობას თავდაცვის მინისტრი, ვიცეკანცლერი, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა, განვითარებისა და შინაგან საქმეთა მინისტრები მიიღებენ. მიუნხენში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ტომას დე მაზიერი ჩავა. შეგახსენებთ, რომ გუშინ მიუნხენში, სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიასთან" უცნობმა მამაკაცმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაჭრა, 3 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ცნობისთვის, თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში 3 ადამიანი მონაწილეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი 18 წლის ირანელმა ახალგაზრდამ გახსნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)