00:40 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 21:00:19, 1210 ნახვა

კომენტარი
პაპიძის ადვოკატი: მაგდა მზად იყო, პატარა ბავშვებისთვისაც კი "გაერჩია" საქმე, რომ მეორედ თორნიკესთვის არ ეწყენინებინათ

ადვოკატ მარიამ ფხალაძის განცხადებით,  მაგდა პაპიძის უდანაშაულობაში ეჭვი ერთი წამითაც  არ შეპარვია. ამის შესახებ ფხალაძემ "ექსპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა:

"პროცესზე გამოიკვეთა, რომ მაგდა გიჟი დედა იყო, გიჟი დედა იყავიო მისმა მაზლმა უთხრა და ყველა მოწმისგან გამოიკვეთა, რომ მაგდა საკუთარი შვილის თვალზე ცრემლს ვერ იტანდა და მზად იყო, პატარა ბავშვებსაც კი დაპირისპირებოდა და მათთვისაც კი "გაერჩია" საქმე, რომ მეორედ თორნიკესთვის მათ არ ეწყენინებიათ.

მეორე დღეს ასეთი დედა არ იღვიძებს და ოთარ ბერძენიშვილთან ყოფნის გამო, საკუთარ შვილს არ კლავს. არ მჯერა და ვერავინ დამაჯერებს ამაში. არ გინდა ქმარ-შვილი? მარტივია, დატოვე და წადი",-აღნიშნა მარიამ ფხალაძემ.

შეგახსენებთ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე  ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით ორი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ერთხმად სცნო.  მოსამართლემ სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციის ფარგლებში განსაზღვრა და პაპიძეს  სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ინტერვიუ მაგდა პაპიძის ადვოკატთან





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics