18:48 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 12:54:26, 1592 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისარი: ევროკავშირი თურქეთის მოქალაქეებს მიმდინარე წელს სავიზო რეჟიმს არ გაუუქმებს

ევროკომისარ გიუნტერ ეტინგერის განცხადებით, ევროკავშირი თურქეთის მოქალაქეებს მიმდინარე წელს სავიზო რეჟიმს არ გაუუქმებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ეტინგერის თქმით, ევროპარლამენტი თურქეთის ვიზალიბერალიზაციის ინიციატივას განიხილავს.

"თურქეთის ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას ამჟამად ევროპარლამენტი განიხილას. თუმცა მე ვვარაუდობ, რომ  ჩვენ სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ რეგულაციას მიმდინარე წლის ბოლომდე არ მივიღებთ”, - განაცხადა ციფრული ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა ეტინგერმა.

თურქეთისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმებას ანკარასა და ბრიუსელს შორის მარტში გაფორმებული მიგრაციული შეთანხმება ითვალისწინებს.

ევროკომისარმა ანკარაში ადამიანების უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხრივ შექმნილი ვითარება გააკრიტიკა.

"შეუძლებელია, რომ თანამდბეობიდან გათავისუფლდეს  ათასობით მოსამართლე, რომელიც მთავრობას არ მოსწონს. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი შენაძენია",  - აღნიშნა ეტინგერმა.

ამასთან, ეტინგერი მიიჩნევს, რომ სიკვდილით დასჯა ევროპულ ღირებულებებთან შუთავსებელია.

"სიკვდილით დასჯა შეუთავსებელია ჩვენს ღირებულებებთან და ჩვენს ხელშეკრულებებთან. ვერც ერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, თუკი ის სიკვდილით დასჯას იყენებს",  - აღნიშნა ევროკომისარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics