|
2016-07-19 11:31:42, 1255 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ედუარდ პაპანიანს განზრახ მკვლელობისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ედუარდ პაპანიანი დამნაშავედ სცნო პაიწარ პაპანიანის განზრახ მკვლელობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე მუხლით. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ.თბილისში, ალ.წულუკიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ედუარდ პაპანიანმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, მეუღლეს - პაიწარ პაპანიანს, დანით, გულმკერდისა და ზურგის არეში ორი შემავალი და 18 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა. პაიწარ პაპანიანი მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ედუარდ პაპანიანი მიიმალა. სამართალდამცველების მიერ იგი რამდენიმე საათში იქნა დაკავებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ედუარდ პაპანიანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით",-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)