12:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 16:05:14, 902 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ მაისაია: „ისლამური სახელმწიფოსგან“ დარტყმა ნებისმიერ წამს შეიძლება მივიღოთ

ექსპერტის სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიას განცხადებით, თურქეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველო ძალიან ცუდი გეოსტრატეგიული ამოცანის წინაშე დადგა.

როგორც მაისაიამ „ექსპრენიუსს“ განუცხადა, ამ ეტაპზე საქართველო გეოპოლიტიკური მოვლენების მძევალია.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება თავის დროზე საგარეო პოლიტიკას ყურადღებას არ აქცევდა, რის გამოც ქვეყანა დასუსტდა.

„თურქეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველო ძალიან ცუდი გეოსტრატეგიული ამოცანის წინაშე დგას. შეიძლება, ამან მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დიდი გავლენა მოახდინოს. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა აქტიურ ფაზაში შედის. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორი პოზიცია ექნება ამ ბრძოლაში თურქეთს. პლიუს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა ერთგვარი მესიჯი გააჟღერა, რომ სამხრეთ კავკასიში, შესაძლოა, სირიის მსგავსი მოვლენები განვითარდეს. საქართველოს ხელისუფლება ერთგვარ ცაიტნოტშია. ჩვენ არავინ არაფერს არ გვეკითხება. თავის დროზე საგარეო პოლიტიკას არ ვაქცევდით ყურადღებას, იყო არაპროფეიონალიზმის კასკადი და ამ ყველაფერმა დაგვასუსტა. ეს ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებს. ამ პროცესებმა ჩვენთვის საზღვრები მოხსნა. ფართომასშტაბიანი ომი უკვე დაიწყო „ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, ამიტომ ISIS-ისგან ნებისმიერ წამს შეიძლება მივიღოთ დარტყმა“, - აცხადებს მაისაია.

შეგახსენებთ, გუშინ, გვიან ღამით,  თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო. ამ დროისთვის, არსებული ინფორმაციით, ამბოხის შედეგად დაიღუპა 60 და დაშავდა 100-მდე ადამიანი. ამ დრომდე, თურქეთის ზოგიერთ ქალაქში სროლის ხმა კვლავ ისმის. გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული 1563 მეამბოხეა დაკავებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics