09:43 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 16:50:15, 1265 ნახვა

ეკონომიკა
სომხეთი, ირანი, საქართველო, ბულგარეთი და საბერძნეთი ახალი სატრანსპორტო კორიდორის შექმნას აპირებენ

სომხეთი, ირანი, საქართველო, ბულგარეთი და საბერძნეთი ახალი სატრანსპორტო კორიდორის შექმნას აპირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას news.am ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს მაღალჩინოსანზე დავით მელკონიანზე დაყრდნობით წერს, სატრანსპორტო კორიდორი ერთმანეთთან სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას დააკავშირებს. 

მელკონიანის ინფორმაციით, ირანის, საქართველოს, სომხეთის, ბულგარეთისა და საბერძნეთის წარმომადგენლები აღნიშნული პროექტის დეტალებს 14-15 ივლისს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში განიხილავენ.

მისივე თქმით, ეს შეხვედრა პირველი არ იქნება. პროექტის პირველი განხილვა დაახლოებით თვენახევრის წინ, თეირანში გაიმართა. 

გარდა ამისა, გამოცემა Huffington Post-ი ინფორმაციით, ირანს სურს გახდეს სავაჭრო  ჰაბი ევროპასა და ცენტრალური აზიისთვის. მას 4 ქვეყნის დაკავშირება სწორედ ამ მიზნით სურს. 

სააგენტო Balkan Insight-ის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, ირანში ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის პრეზიდენტი ბოიკო ბორისოვი იმყოფებოდა. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ბულგარეთი მზად არის, აღნიშნულ პროექტს შეურთდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ყუბანში მდებარე საკომპრესორო სადგურს და ვორონეჟის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს შეუტიეს.
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
ირანმა დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე 85 ამერიკული ობიექტის წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics