|
2016-07-13 11:49:39, 3898 ნახვა
კულტურა
თბილისში დიზაინის განვითარების მასშტაბური პროექტი "დიზაინი საქართველოდან" იწყება
თბილისის საკრებულოში დღეს, 19:00 საათზე, დიზაინის განვითარების მასშტაბური პროექტის "დიზაინი საქართველოდან" პრეზენტაცია გაიმართება. თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფორმაციით, პროექტი „დიზაინი საქართველოდან - თბილისი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის შემოქმედებითი ცენტრი" განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივითა და "ქრიეიტივ ჯორჯიას" ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, თბილისის საკრებულო, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო,. პროექტი „დიზაინი საქართველოდან - აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის შემოქმედებითი ცენტრი" თბილისში არსებული დიზაინის ინდუსტრიების პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი პირველ ეტაპზე ორიენტირებულია თანამედროვე დიზაინის პოტენციალის შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და ახალგაზრდა დიზაინერების ხელშეწყობაზე, იდეის პროექტირების სრული ციკლის განმავლობაში, რაც ითვალისწინებს: სრულყოფილი პროექტის შექმნას, ასევე პროტოტიპის დამზადებას და „სტარტ-აპ" პრეზენტაციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენას. პროექტის მეორე ეტაპი ითვალისწინებს თბილისში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე მუშაობის დაწყებას. პროექტის ფარგლებში განხორციელდება - 5 დღიანი ინტერაქტიული სემინარი, ამოქმედდება ონლაინ კომუნიკაციის პლატფორმა „თბილისი - რეგიონის შემოქმედებითი ცენტრი", მოეწყობა კონფერენცია - „თბილისი -აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის შემოქმედებითი ცენტრი"; პროექტი ჩაერთვება „შემოქმედებითი საქართველოს ფორუმში". პროექტის განხორციელების შედეგად ამაღლდება სამიზნე აუდიტორიის ცნობიერება შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ; წახალისდება კრეატიული სტრუქტურა, ხელი შეეწყობა ინოვაციურ იდეებს; მეტი ადამიანი დასაქმდება შემოქმედებით ინდუსტრიებში; განვითარდება შემოქმედებით სექტორში დამწყები და მცირე მეწარმეობა; მოხდება თანამედროვე დიზაინის ინტეგრირება სხვადასხვა ბიზნეს სექტორებში, რაც გაზრდის ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე.
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)