02:01 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 19:15:25, 2036 ნახვა

Lifestyle
ელისაშვილი: გიგლა აგულაშვილს თანამდებობა და ჯიპი ყველაფერს ურჩევნია

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გარემოსა და ბუნებრივის რესურსების მინისტრის გიგლა აგულაშვილის მიერ "რესპუბლიკური პარტიის“ დატოვებასა და სახელისუფლებო გუნდში დარჩენას ეხმაურება.

როგორც ელისაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, „აგულაშვილს თანამდებობა და ჯიპი ყველაფერს ურჩევნია“.

"აი, ამ კაცმა, ბატონმა აგულაშვილმა შევარდნაძის დროს პროკურორი რომ იყო, მერე რესპუბლიკელი რომ გახდა და ახლა რომ ისკუპა "ოცნებაში" სკამის გამო ამასწინ დაიბარა საჯარო მოხელე, მისი სამინისტროს თანამშრომელი და საქმე გაურჩია პარტიზანი მებაღეების აქციაზე რა გინდოდაო. ირაკლი ჯუღელია ის ბიჭი, პრინციპული და შეუპოვარი რომელიც არც თავდახრილი უსმენდა ამ პარაზიტის უზრდელობებს და არც მისი სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილების უსიტყვო მორჩილებას აპირებს. მაგარი ბიჭია, საკუთარი ღირსების და უფლებების ბოლომდე დამცველია. ეს ტიპი, ბატონი აგულაშვილი კი არის ტიპიური მედროვე და პარაზიტი, სკამი, თანამდებობა და ჯიპი რომ ურჩევნია ყველაფერს დედამიწაზე. ოცნებას ასეთი პარაზიტები ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს მე კი პოლიტიკაში ირაკლი ჯუღელისნაირ პრინციპულ ადამიანებს ვისურვებ !", - წერს საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე ელისაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics