00:40 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 10:28:35, 854 ნახვა

სხვადასხვა
კურტანიძე: საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაჩქარდეს

ქონებრივი სამართლიანობის აღდგენის პროცესი 2012 წლიდან დღემდე მხოლოდ ერთეულ საქმეებს შეეხო. უამრავი ბიზნესმენი, რომელსაც კუთვნილი ქონება ან იძულების წესით ჩამოართვეს, ან სულაც საკუთარი ხელით "აჩუქებინეს" "ქართული ოცნების" მთავარი დანაპირების - სამართლიანობის აღდგენის შესრულებას დღემდე ელოდება.

სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც პროკურატურაში შეიქმნა, მათი ხმამაღალი განცხადებებისა და ხმაურიანი პრეზენტაციის მიუხედავად, არც ისე შედეგიანი აღმოჩნდა. პროკურატურა ამას მტკიცებულებების არქონით ხსნის, საზოგადოების დიდი ნაწილი კი პროკურატურის არაეფექტური მუშაობით.

რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას" თავისი ამომრჩევლისთვის, რომელიც მისგან ამ პირობის შესრულებას ელოდებოდა და რას პირდებიან 2016 წლის საპარლამენტო რჩევნებისთვის? ქონებრივი სამართლიანობის აღდგენის თემაზე "აიპრესი" საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ლუკა კურტანიძეს ესაუბრა

„ იცით რომ თითეულ საქმეზე მიმდინარეობს ძიება. ძიების გარეშე სამართლებრივად ვერ იქნება სახელმწიფოსაგან სწორი, რაიმე გადაწყვეტილების მიღება. თითოეულ საქმეს ჭირდება  ძალიან დიდი დრო და ამასთანავე დიდი თანხები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლუკა კურტანიძემ ,,აიპრესთან“.

 კურტანიძე მიიჩნევს, რომ წართმეული ქონების მეპატრონეებისთვს დაბრუნება, ხანგრძლივი პროცესია და ამას  3 წელი არ ეყოფოდა.

 „ვფიქრობ ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი არსებობს  იმისთვის,  რომ თითოეულ საქმეს სჭირდება გამოძიება,  იმისთვის რომ სრულფასოვანი ფაქტები და არგუმენტები არსებობდეს.  3 წელიწად ნახევარში ყველაფრის მოსწრება ვერ მოხერხდებოდა.  მაგრამ ამასთანავე, საზოგადოების აქტიურობაც საჭიროა იმისთვის, რომ ეს მიძინებული ტკივილები არ იქნას უვადოდ გადადებული და დაჩქარებული იყოს  ყველა პროცესი. პროკურატურაში უამრავი საჩივარია და თვითონ პროკურატურას არ ყოფნის ის რესურსი, რომელი რესურსიც დღეს მას გააჩნია საგამოძიებო კუთხით.  ვგულისხმობ ადამიანურ რესურს.

ამ ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა, რომ ეს საქმეები  ამ დროში განიხილოს.“- განაცხადა ლუკა კურტანიძემ ,,აიპრესთან“.

 

წყარო: Ipress

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics