|
2016-07-10 16:54:52, 630 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის პრეზიდენტ ფოლკერ ლინევებერს და ვიცე–პრეზიდენტ ასტრიდ ფელნერს შეხვდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მხარეებმა ერთობლივი, ქართულ – გერმანული სამაგისტრო პროგრამის შექმნაზე ისაუბრეს. დავით ნარმანიას თქმით, მსგავსი გამოცდილება ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ორ გერმანულ უნივერსიტეტთან უკვე აქვს. ზაარბრიუკენთან სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა, კი საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება ქართველი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის. ერთობლივი პროგრამის შექმნის მზადყოფნა გამოთქვა გერმანულმა მხარემაც. შეხვედრის მონაწილეების თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, იგეგმება ორმხრივი თანამშრომლობა. ქართული დელეგაციის ვიზიტი ზაარბიუკენში 10 ივლისს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)