|
2016-07-08 18:40:32, 788 ნახვა
საზოგადოება
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის განხილვა გაიმართა
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის განხილვა მოეწყო დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“. შეხვედრას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრო. პროექტი ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შესახებ შემუშავდება გრძელვადიანი ჩარჩო-დოკუმენტი 2017-2030 წლებისთვის. გარდა ამისა, უნდა შემუშავდეს სამ-წლიანი სამოქმედი გეგმა 2017-2019 წლებისათვის, რაც განსაზღვრავს ამ გრძელ-ვადიანი სტრატეგიის განხორციელების კონკრეტულ ღონისძიებებს. შეხვედრას ასევე ესწერობოდნენ სამინისტროსთან არსებული დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს წევრები და დარგის სხვა ექსპერტები, პარტნიორი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)