01:36 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 17:38:07, 645 ნახვა

საზოგადოება
ატმის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6 -ჯერ გაიზარდა

მიმდინარე წლის 7 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 2 603 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 6-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (2015 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი 466 ტონას შეადგენდა).

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, დაახლოებით 14 ათას ტონამდე ატამია რეალიზებული.

უწყების ინფორმაციით, გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით.

აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.

ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედარაციაში (69%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (18%),  ყაზახეთის რესპუბლიკაში (11%), ასევე სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება.

კახეთის რეგიონში ატამს შპს. ,,ქართული ხილის კომპანია“ იბარებს, რომელსაც დღეში დაახლოებით 80 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას მიღება-დახარისხების შესაძლებლობა აქვს. ,,ქართული ხილის კომპანია“ 24 საათიანი მუშაობის რეჟიმზეა გადასული. გარდა აღნიშნული კომპანიისა, გახსნილია 20-მდე მიმღები პუნქტიც.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics