|
2016-07-08 16:25:19, 584 ნახვა
საზოგადოება
მინისკში საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ბელარუსის რესპუბლიკაში, ქალაქ მინისკში საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა. უწყების ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია იყვნენ. ბელარუსის რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროში გამართული ეკონომიკური თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვის გაუმჯობესების, ერთობლივი საწარმოების შექმნის, დარგის სპეციალისტების გადამზადებისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ. საუბარი შეეხო ქართული ციტრუსის, ჩაის, თხილის, ღვინოს, სხვა ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ბელარუსის რესპუბლიკაში ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობას. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ 2016 წლის სექტემბერში, ქალაქ თბილისში საგამოფენო ცენტრში „ექსპოჯორჯია“ ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური გამოფენა მოეწყობა. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბელარუსული წარმოების აგროტექნიკა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ახალი ტექნოლოგიები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)