00:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 15:17:47, 754 ნახვა

საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დასრულდა

მთავარობის ადმინისტრაციასთან  მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „თავისუფალი თაობის“ წევრი ლადო სადღობელაშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, იურიდიული  დეპარტამენტისა და საპარალამენტო სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც სადღობელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ უსახლკაროების პრობლემები გააცნო და მიიღო დაპირება, რომ მომდევნო ხუთშაბათამდე შედგება შეხვედრა უკვე ჯანდაცვის სამინისტროსა  და მერიის წარმომდგენლების მონაწილეობით.

„უფრო   ფართოდ გავშლით  უსახლკაროთა თემას, უნდა მიიღონ რაიმე ორგანული კანონი,  სარეგულაციოდ შეიქმნას დეპარტამენტი, ან არსებულ დეპარტამენტს დაევალოს ამ პრობლემის მოგვარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავთ, რომ შიმშილობა დაიწყოს და ასეთი ტიპის აქციები გავმართოთ. ჩვენ ყოველ ხუთშაბათს ვიკრიბებით პარლამენტთან და შემდეგ მოვდივართ მთავრობის ადმინისტრაციასთან“,-განაცხადა სადღობელაშვილმა.

იპოთეკით დაზარალებულების, სოციალურიად დაუცველების და უსახლკაროების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics