|
2016-07-07 09:50:33, 704 ნახვა
საზოგადოება
მაღალმთიან რაიონებში ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწების დაკანონების ხელშეწყობა მოხდება
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფიზიკურ პირთათვის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის შესახებ სახელმწიფო პროგრამას განიხილავენ. საუბარია მესტიის, თიანეთის, ახმეტის, დუშეთის, ფასანაურის, ხევსურეთის, გუდამაყრის, ანანურის, უკანაფშავის და ქვეშეთის კონკრეტულ სოფლებზე,სადაც ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწების დაკანონების პროცესის ხელშეწყობა მოხდება: „მთელ რიგ მაღალმთიან რაიონებს, ის მიწის რეფორმა, რომელიც გატარდა 90-იანი წლების ბოლოს, არ შეხებია და ჩვენ ვფიქრობთ, ეს გარკვეული უსამართლობა გამოსასწორებელია, ამიტომ, საუბარია მესტიის, თიანეთის, ახმეტის, დუშეთის, ფასანაურის, ხევსურეთის, გუდამაყრის, ანანურის, უკანაფშავის და ქვეშეთის კონკრეტულ სოფლებზე, ამ რაიონებში ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწების დაკანონებისთვის იქმნება სპეციალური ჩარჩო, რაც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ რაიონებში მაცხოვრებელთათვის, ვინაიდან ამ მიწებზე ლეგალური მფლობელობის შემთხვევაში, მათ ექნებათ ამ საკუთრების ბრუნვაში მიქცევის საშუალება, რაც სოფლის მეურნეობის განვითრებისათვის და რეგიონების მაცხოვრებელთათვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)