00:42 - 26 Jun, 2026
|
2016-07-06 15:47:42, 684 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა ქართველ მუსლიმებს რამადან–ბაირამის დასრულება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველ მუსლიმებს რამადან–ბაირამის დასრულება მიულოცა. „გულითადად გილოცავთ რამადანის ერთთვიანი მარხვის საზეიმო დასრულებას. რამადან–ბაირამს – სულიერი განწმენდისა და სიკეთის გამარჯვების ამ უდიდეს დღესასწაულს ყველა თქვენგანი განსაკუთრებით აღნიშნავს. საქართველოს მუსლიმ თემს, ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს, საკუთარი გარჯითა და ქვეყნისადმი ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენი საერთო სამშობლოს აღმშენებლობაში. ამიტომ თქვენი სიხარული - თითოეული ჩვენგანის სიხარულია. წარმატებებს, სულიერ სიმშვიდესა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)