|
2016-07-05 13:33:37, 642 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია იუნესკოს წყლის ინსტიტუტის რექტორს შეხვდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ჰააგაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი იუნესკოს წყლის ინსტიტუტის რექტორს, ფრიც ჰოლცვარტს, პროფესორებს ლასლო ჰაიდისს და შარლოტ ფრეტურს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, იუნესკოს წყლის ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ყურადღება საქართველოში მელიორაციის კუთხით მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა. მინისტრის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, საქართველოში გასარწყავიანებული ფართობები გაორმაგდა. შეხვედრაზე მხარეებმა წყლის ინსტიტუტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამები, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო მიწების, ირიგაციის, დრენაჟის, ასევე, კლიმატგონივრული სისტემების დანერგვის მიმართულებები და ამ პროგრამებში ქართველი მკვლევარებისა და სტუდენტების ჩართვის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე წყლის ინსტიტუტის რექტორმა აღინიშნა, რომ ექვსმა ქართველმა სტუდენტმა წარმატებით დაამთავრა იუნესკოს წყლის ინსტიტუტი და რომ ინსტიტუტი მზადაა ქართველ სტუდენტებს კვლავ მისცეს საშუალება მიიღონ სტიპენდია და გაიარონ მათთვის სასურველი სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო პროგრამები. იუნესკოს წყლის ინსტიტუტში გამართულ შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე სურგულაძე ესწრებოდნენ.
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)