|
2016-07-02 21:06:14, 669 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას ფარგლებში, შსს-ს მომსახურების სააგენტომ და სპორტულმა კლუბმა - MIA Force, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ბათუმში უსაფრთხო მოძრაობის კვირეული დაიწყო. კვირეული ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან გამოფენით გაიხსნა, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები, ბათუმის ვიცე-მერი და სხვა სტუმრები დაესწრნენ. სტუმრებმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილი კუთხე დაათვალიერეს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის შესახებ შექმნილი ვიდეორგოლები ნახეს და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, დათო ნიკოლეიშვილმა დაინტერესებულ პირებს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ერთი კვირის განმავლობაში, შსს-ს მომსახურების სააგენტო ყოველდღიურად ტურისტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს სხვადასხვა სახის შემეცნებით და გასართობ ღონისძიებას შესთავაზებს. საგამოფენო სივრცეში მოწყობილ „მართვის სკოლაში“ ბავშვებისთვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე სახალისო შემეცნებითი ლექციები გაიმართება, ასევე, დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ნახოს შსს-ს სპორტული კლუბის - MIA Force იმიტირებული სარბოლო ტრასა, ლეგენდის და ფორმულას კლასის ავტომობილები. კვირეულის ფარგლებში გაიცემა ველოსიპედების მართვის მოწმობები ბავშვებისთვის და გაიმართება ველომოყვარულების მარათონი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის მხარდასაჭერად.
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)