22:09 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 12:53:08, 681 ნახვა

პოლიტიკა
დარჩიაშვილი: რუსეთი წერეთლის კანდიდატურას მხარს უჭერს იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაიცვას

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს იმიტომ უჭერს, რომ ისინი საქართველოში იმყოფებიან და ცდილობენ „კეთილი ბიძიების“ როლი მოირგონ.

როგორც "ექსპრესნიუსთან" საუბრისას დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რუსებს ამ ქმედებით "ქართული ოცნების“ წარმოამდგენლების დაცვაც უნდათ, რომ ისინი რუსეთზე არ იყვნენ მიწეპებულნი.

"მე მგონი, ეს ერთგვარი მიტმასნებაა ანუ ხვდებიან, რომ გიგის აქვს გამარჯვების დიდი შანსი, თან იმყოფებიან საქართველოში და უნდათ, რაღაცნაირად, კეთილი ბიძიების იმიჯი მოირგონ. პლიუს, მეორეს მხრივ, ზოგიერთი ქართული ოცნების წამომადგენლის დაცვას ცდილობენ, რომ ისინი არ იქნან მიწეპებულნი რუსეთზე", - აცხადებს დარჩიაშვილი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა კომენტარი "ქართული ოცნების" შიდა კვლევაზეც გააკეთა. "ოცნების წევრები საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევას ეძახიან ნაციონალების კვლევას და როგორ შეიძლება შიდა კვლევა იყოს ობიექტური?!"





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics