18:37 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 14:58:07, 664 ნახვა

საზოგადოება
კონსული: თურქულმა მხარემ დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეები დაშავებულთა და დაღუპულთა სიაში არ არიან

სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა სიაში საქართველოს მოქალაქეები არ არიან, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში თურქეთში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ასაშვილმა სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

როგორც ასაშვილმა აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია დაშავებულ ორ ქართველთან დაკავშირებით არ დადასტურდა.

„თურქეთის ხელისუფლებამ ეს საკითხი გადაამოწმა და კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ არც დაშავებულების და არც გარდაცვალილთა სიაში საქართველოს მოქალაქეები, საბედნიეროდ, ამ ეტაპისთვის არ არიან“,- განაცხადა კონსულმა.

ასაშვილის თქმით, გაურკვეველია, თუ საიდან გავრცელდა ინფორმაცია აფეთქებების შედეგად ორი ქართველის დაშავების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში გუშინ ტერაქტების სერია მოხდა.

სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა.

ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics