18:37 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 01:00:19, 1064 ნახვა

საზოგადოება
"ატლასგლობალის" რეისზე რომელიც სტამბულიდან თბილისში მოფრინავდა 15 მგზავრი არ გამოცხადდა

კომპანია "ატლასგლობალის" რეისზე, რომელიც სტამბულის ათათურქის სახელობის აეროპორტიდან თბილისის მმიმართულებით უნდა განხორციელებულიყო გადაიდო. 

როგორც "ექსპრესნიუსს" კომპანიის წარმომადგენლობაში განუცხადეს, 126 - მა მგზავრმა რეგისტრაცია გაიარა. სულ დარეგისტრირებული იყო 141 ადამიანი. 

"აეროპორტში აფეთქების დროს, ჩვენი კომპანიის მგზავრები იყვნენ აეროპორტში. ვიცით, რომ მგზავრები ავტობუსებში მოათავსეს და აფეთქებაც მაშინ  მოხდა, როცა ისინი თვითმფრინავთან მიდიოდნენ. დანარჩენების შესახებ, ცნობა არ გვაქვს. სულ რეგისტრაცია უნდა გაერა 141 მგზავრს,  მაგრამ არ არის დაზუსტებული რა მიზნით არ გამოცხადნენ მოქალაქეები სარეგისტრაციო ადგილზე.  შესაძლოა მგზავრებმა ან გადადეს ფრენა ან არ გამოცხადნენ დანიშნულ დროს" - განუცხადა "ექსპრესნიუსს" კომპანია "ატლასგლობალის" წარმომადგენელმა.

თბილისის მიმართულებით რეისი დაგეგმილი იყო 23:05 საათზე.

კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოს საკონსულოს სტამბულში და ასევე საქართველოს საელჩოს ანკარაში მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 15 მგზავრი არ გამოცხადდა, რეისზე. ქართველი დიპლომატები არკვევენ რა მიზეზით არ გამოცხადნენ საქართველოში მომავალი მოქალაქეები.

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ორ აფეთქებას, პირველადი მონაცემებით 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 52 ადამიანი - აღნისნული ინფორმაცია უკვე დაადასტურა სტამბულის პოლიციამ.

თვითმხილველების განცხადებით, ტერორისტი მათი მიმართულებით ისროდა, შემდგომ კი თავი აიფეთქა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად უამრავი ადამიანი მძიმედ დაშავდა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაიღუპა 10 და დაშავდა 54 ადამიანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics