|
2016-06-27 13:36:31, 1363 ნახვა
მსოფლიო
ლიბანში აფეთქებების შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 19 კი დაშავდა
ლიბანში აფეთქებების სერიის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 19 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, თავდასხმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან მდებარე სოფელ კააში მოხდა. მოძრაობა “ჰეზბოლასთან” დაკავშირებული ტელეკომპანიის ინფორმაციით, 2 თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ იყო თავდასხმის ორგანიზატორი. Reuters-ის ცნობით, ყველა გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეა, დაშავებულთა შორის კი ლიბანური ჯარის რამდენიმე სამხედროა. ცნობისთვის, ლიბანში კონფესიათაშორისო დაძაბულობა სირიის სამოქალაქო ომის ფონზე გამწვავდა. ლიბანში მოქმედი მოძრაობა “ჰეზბოლა” სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს მხარს. შეგახსენებთ, რომ ლიბანური შიიტური მოძრაობა “ჰეზბოლა” აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად არის აღიარებული.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)