|
2016-06-27 13:05:42, 1358 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთში განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით პეტიციას უკვე 3 მილიონამდე ადამიანმა მოაწერა ხელი
დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის წევრობის შესახებ განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით პეტიციას უკვე 3 მილიონამდე ადამიანმა ხელი მოაწერა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პეტიციის ავტორის უილიამ ოლივერ ჰილის მტკიცებით, ისტორიული გადაწყვეტილების მიღების დროს მოსახლეობის აქტივობა 75%-ს უნდა აღემატებოდეს. პეტიცია, რომლის ხელმოწერა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, 24 ივნისს გამოქვეყნდა. გამოქვეყნებიდან 12 საათში დოკუმენტს 555 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. გარდა ამისა, 100 ათასზე მეტი ხელმოწერა დააგროვა პეტიციამ, რომელიც დიდი ბრიტანეთისგან ლონდონის გამოყოფას ითხოვს. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში 23 ივნისის რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უმრავლესობამ ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი. დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ვალდებულია განიხილოს პეტიცია, რომელიც 100 ათასზე მეტ ხელმოწერას დააგროვებს. ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში 23 ივნისს გამართული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 51,9 პროცენტმა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმში ევროსკეპტიკოსების გამარჯვების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა გადადგომის შესახებ განაცხადა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)