|
2016-06-27 11:35:22, 1393 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში პოლიციამ გეი-პრაიდი ცრემლსადენი გაზით დაშალა
თურქეთის სამართალდამცველებმა გეი-პრაიდი ცრემლსადენი გაზით დაშალეს, - ამის შესახებ ABC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის დროს, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 2 გერმანელი პოლიტიკოსი - ევროპარლამენტის დეპუტატი, მწვანეთა პარტიის წევრი ტერი რეინტკესი და ბუნდესტაგის წევრი ვოლკერ ბეკია დააკავეს. როგორც ABC წერს, გერმანელი პოლიტიკოსები მალევე გაათავისუფლეს. მედიის ცნობით, გეი-პრაიდი არასანქცირებული იყო. ადგილობრივმა მთავრობამ ლგბტ-აქტივისტებს მსვლელობის ჩატარების უფლება შესაძლო თავდასხმების მიზეზით არ მისცა. ცნობისთვის, გასულ კვირას თურქეთში მოქმედმა ერთ-ერთმა ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ გეი-პრაიდს ჩაშლის, თუ ხელისუფლება მსვლელობას არ აკრძალავს. შეგახსენებთ, რომ სტამბოლში ლგბტ-აღლუმი ყოველწლიურად 2005 წლიდან მშვიდ ვითარებაში იმართებოდა. პირველად სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით 2015 წელს დაშალა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)