|
2016-06-25 11:26:57, 1287 ნახვა
მსოფლიო
ვირჯინიაში წყალდიდობას 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი
აშშ-ში, შტატ ვირჯინიაში წყალდიდობის შედეგად 20 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 8 წლის ბავშვი, - ამის შესახებ BBC იუწყება. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, ძლიერმა შტორმმა წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც შტატის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. მედია საშუალების ცნობით, სამაშველო სამსახურებმა ცავაჭრო ცენტრში ჩარჩენილი 500-მდე ადამიანი გამოიყვანეს. წყალდიდობამ, 100-ზე მეტი სახლი გაანადგურა, ხოლო ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ნაციონალური გვარდიაც მონაწილეობს. სააგენტო AP-ის ინფორმაციით, 8 წლის ბიჭუნა დინებამ წაიღო. ოჯახის წევრები მის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა ამაოდ. არასრულწლოვანის ცხედარი სახლიდან რამდენიმე მეტრში იპოვეს. მაშველებმა, კიდევ ერთი 4 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. მცირეწლოვანი ბაბუასთან ერთად სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, როდესაც წყალში ჩავარდა. მამაკაცი ბავშვის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა ბავშვი დინებამ წაიღო. შტატის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური წყალდიდობაა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)