|
2016-06-24 15:35:57, 1406 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის ლიდერები „ბრექზითის“ აფასებენ
ევროკავშირის ლიდერები დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებს აფასებენ. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის განცხადებით, არ არის გამორიცხული, „ბრექზითიმ“ სხვა ქვეყნებში „დომინოს ეფექტს“ გამოიწვიოს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის ამბებმა ყველა გამოაფხიზლა და დღევანდელი დღე ბრიტანეთისთვის და ევროპისთვის ძალიან სამწუხარო იქნება. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიტოლდ ვაშიკოვსკის თქმით, „ბრექსითი“ იმის ნიშანია, რომ ევროკავშირს ძირეული რეფორმები სჭირდება. თავის მხრივ, გახარებას არ მალავენ ნაციონალისტური პარტიების ლიდერები. ფრანგული ეროვნული ფრონტის ლიდერი მარი ლეპენი წერს: „თავისუფლებას გამარჯვება, ახლა „ფრეგზითის“ დროა და მსგავსი რეფერენდუმები ევროკავშირის ყველა ქვეყანაში უნდა ჩატარდეს. ნიდერლანდების თავისუფლების პარტიის ლიდერი გირტ ვილდერსი აცხადებს, რომ მსგავსი რეფერენდუმის დრო ნიდერლანდებშიც დადგა. იტალიის ჩრდილოეთ ლიგის ლიდერი, მატეო სალვინი წერს - „ვაშა, თავისუფალი ბრიტანელების უშიშრობას. მადლობა ბრიტანეთო, ახლა ჩვენი დროა“. ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირეს. მოქალაქეთა 51,9%-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კი, 48,1% იყო.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)