|
2016-06-24 14:52:21, 1057 ნახვა
სხვადასხვა
კახეთში სადრენაჟე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო და შპს ,,საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სადრენაჟე და საირიგაციო არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი, კახეთის გუბერნატორის მოადგილესთან ერთად კახეთის რეგიონში ინაბოტის სადრენაჟე არხზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. მათივე ცნობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ინაბოტის სადრენაჟე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო. პროექტის ფარგლებში გაიწმინდება კოლექტორის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი. სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება და400 ჰექტარ ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება. შედეგად,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის (ჭაბუკიანი, ქალქვა, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი) მოსახლეობა აღნიშნული მიწის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას შეძლებს. ,,დღეისათვის კახეთის რეგიონში 7 ობიექტზე 8 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნული მასშტაბის სამუშაოები ბოლო ათწლეულების მანძილზე არ ჩატარებულა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომავალი წლისთვის რეგიონში რამდენიმე ათასი ჰექტრით გაიზრდება მელიორირებული მიწის ფართობი“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ. 2012 წლიდან კახეთის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრატსრუქტურის 26 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი რეგიონში 6 000 ჰექტრიდან 14 000 ჰექტრამდეაგაზრდილი. სადრენაჟე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)