|
2016-06-24 13:44:04, 1053 ნახვა
სამართალი
თინა ხიდაშელი: გიგა ოთხოზორიას მკვლელისთვის შინაპატიმრობა საკმარისი არ არის
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელის განცხადებით, გიგა ოთხოზორიას მკვლელისთვის შინაპატიმრობა არ არის საკმარისი და ის კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს ქუთაისში, კადეტთა სკოლა-ლიცეუმში ვიზიტისას განუცხადა. „ეს ბოლო წლების განმავლობაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური მკვლელობაა, რომლის შესახებაც ჩვენ გვსმენია და გვინახავს. ასეთი ადამიანებისთვის ხელის დაფარება არავის არ მატებს ღირსებას. როგორი დე-ფაქტო თუ თვითაღიარებულიც არ უნდა იყო, არსებობს ელემენტარული ამბები, რომელსაც ყოველთვის მნიშვნელობა აქვს და ანგარიში უნდა გაუწიო. ასეთი სისასტიკით ჩადენილი მკვლეობაზე პასუხი არის ცალსახა და ის ადამიანი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, იმის მიუხედავად ჩვენ ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ აფხაზეთის კანონებს. ეს არის ელემენტარული ადამიანური ღირსების საქმე, რომ ასეთ მკვლელობას ადეკვატური პასუხი გასცე. ვფიქრობ, რომ შინაპატიმრობა საკმარისი არ არის, მაგრამ კარია, რომ ამ ამბავს რეაგირება მოჰყვა. იმედი მაქვს, დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ადეკვატურები იქნებიან“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)