|
2016-06-23 17:28:47, 1109 ნახვა
სამართალი
აფხაზეთის ე.წ სასამართლომ ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილს შინა პატიმრობა მიუსაჯა
გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯი-ოღლუს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინა პატიმრობა მიუსაჯა. "სპუტნიკ აბხაზიას" ცნობით, დე-ფაქტო აფხაზეთის სამხედრო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადგილობრივი სამხედრო პროკურატურის მოთხოვნა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. აფხაზეთის ე.წ პროკურორმა ადრუგა აგრბამ განაცხადა, რომ პატიმრობის შესახებ მოთხოვნა დე-ფაქტო სამხედრო პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობის სახით წარუდგინა, მაგრამ სასამართლომ იგი არ გაითვალისწინა. აფხაზეთის ე.წ ადმინისტრაციულ საძღვართან. 14:45 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულმა აფხაზმა მებაჟემ, ტყვარჩელის რაიონის მკვიდრმა, რაშიდ კანჯი-ოღლიმ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა გალის რაიონის მკვიდრი, 1985 წელს დაბადებული გიგა ზურაბის ძე ოთხოზორია.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)