|
2016-06-23 12:43:08, 554 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: განსაკუთრებით ოპოზიციისთვის, წინასაარჩევნო კამპანია უზრუნველყოფილი უნდა იყოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ, განსაკუთრებით ოპოზიციისთვის, მთელი წინასაარჩევნო კამპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს. კვირიკაშვილმა საარჩევნო კამპანიის პროცესის გამჭვირვალეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით იმის თაობაზე, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს თავიდან აცილება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ჩვენი მოწოდებაა, რომ მაქსიმალურად მშვიდობიან გარემოში ღირსეულად ჩავატაროთ ეს არჩევნები. მინდა, დავამატო ამ განცხადებას, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ამ პროცესის გამჭვირვალობა, ამიტომ, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანია, განსაკუთრებით მინდა ვთქვა, რომ ოპოზიციისთვის, უნდა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, მმართველი ძალის წინასაარჩევნო კამპანიასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მთელი ამ პროცესის გამჭვირვალობას, როგორც ჩემი მხრიდან, ასევე არაერთი მინისტრის მხრიდან მრავალ საერთაშორისო პლატფორმაზე გაჟღერებულა არაერთი მოწოდება და თხოვნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ მაქსიმალურად მეტი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ჩამოვიდეს საქართველოში და რაც შეიძლება ადრე, რომ მთელი ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე. დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც მედიისთვის წვდომას და ამ პროცესების გაშუქების კუთხით, ასევე არასამთავრობო სექტორის ჩართულობას, და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა სახელმწიფო მოხელეს, უპირველეს ყოვლისა, რომ მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ერთი კითხვის ნიშანიც კი, მთელი ამ პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი მთავრობის ღირსების საკითხი, რომ ჩვენ შევძლოთ მართლად დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება და სათანადოდ იქნას გაშუქებული მთელი ეს პროცესი. ამიტომ, გამჭვირვალობას ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)