|
2016-06-22 18:46:13, 991 ნახვა
სამართალი
გვარამია: ის, რაც სასამართლოს კედლებში მიმდინარეობს არის სრული ფიქცია და რ2-ის შტურმით აღების მცდელობა
"ის, რაც სასამართლოს კედლებში მიმდინარეობს არის სრული ფიქცია და რ2-ის შტურმით აღების მცდელობა" - ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ "თბილისის სააპელაციო სასამართლომ" კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით. "მიუხედავად იმისა, რომ კანონი ადგენს, სასამართო გადაწყვეტილების ჩაბარება მხარის ვალდებულებაა და გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა ის თავად უნდა მივიდეს და ჩაიბაროს გადაწყვეტილება და ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ 30-ე დღეს მივიდოდით, ამის მიუხედავად დღეს სასამართლომ თვითონ გამოგვიგზავნა გადაწყვეტილება, რომელიც შედგება 71 გვერდისგან, რომელიც როგორც აღმოჩნდა დაწერა 1 დღეში. ქალბატონო გუჯაბიძე მოგიწევთ მანტიის გახდა, რადგან სრულიად შეუძლებელია 12 დღეში 71 გვერდი დაგეწერათ თქვენი კვალიფიკაციის პატრონებს. ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ ჩაგვიბარებია, იმიტომ რომ სასამართლო გადაწყვეტილების გაგზავნის ინსტიტუტს არ იცნობს, მხოლოდ 2 გამონაკლისია-სოციალურად დაუცველი და პატიმარი. რეალური შედეგი ამისა ის არის, რომ ჩვენ სასამართლოს მცდელობით 18 დღე მოგვპარეს, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მოპარული ვადაც, რომ მან ვერ მოასწროს გადაწყვეტილების დადგენა 54-ე მუხლზე, რომელიც ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს და რომელიც არის ერთადერთი რასაც ეყრდნობა სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში,“-აცხადებს ნიკა გვარამია.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)