|
2015-03-01 11:15:49, 7649 ნახვა
კულტურა
პირველად საქართველოში ბრიტანული ჯგუფის GORILLAZ SOUND SYSTEM DJ SET გაიმართება
პირველად საქართველოში მსოფლიოში აღიარებული ბრიტანული ჯგუფის GORILLAZ SOUND SYSTEM DJ SET გაიმართება. GORILLAZ SOUND SYSTEM DJ SET საქართველოში კომპანია Next Events-ის ორგანიზებით სპორტის სასახლეში 2015 წლის 7 მარტს ჩატარდება. ბრიტანეთიდან თბილისში ჩამოვლენ ჯგუფ Gorillaz- ის დრამერი Russel Hobs - ვიზუალში, GORILLAZ SOUND SYSTEM - ის დამფუძნებელი - DJ Remi Kabaka, ასევე სოლისტი Spoek Mathambo, რომელიც განუმეორებელს ხდის მათ ერთ - ერთ სიმღერას Clint Eastwood. „ივენთი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. იქნება ჯერ არნახული კლუბური საღამო, დიჯეებით და ვოკალით, იმუშავებს ღია ბარი და სპორტის სასახლეში მოსულ სტუმრებს GORILLAZ SOUND SYSTEM -ი დაუვიწყარ საღამოს ჰპირდება, მათივე შემნილი ვიზუალით და განათებით. ჯგუფი დაუკრავს ყველა მათ ცნობილ კომპოზიციას ვოკალთან ერთად“, - აცხადებს კომპანია Next Events-ის წარმომადგენელი. ბრიტანულ ჯგუფს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს - 2011 წელს ჯგუფმა დროებით შეწყვიტა ფუნქციონირება, თუმცა 2015 წელს საქმიანობა ახალ ალბომზე მუშაობით განაახლა. ჯგუფ Gorillaz -ის სოლისტის დეიმონ ალბარნის ინიციატივით, რემი კაბაკამ, იგივე რასელ ჰობსმა (ანიმაციაში მისი სახელი) Gorillaz sound system -GSS შექმნა, რომელშიც ჯგუფ Gorillaz -ის რამდენიმე წევრი გაერთიანდა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)