|
2015-02-28 18:19:42, 1742 ნახვა
მსოფლიო
პოროშენკო: ნემცოვი უკრაინაში რუსი სამხედროების ბრძოლის მტკიცებულებების გამოქვეყნებას აპირებდა
„რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი დონბასში სეპარატისტების მხარეს რუსი სამხედროების ბრძოლის მტკიცებულებების გამოქვეყნებას აპირებდა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. „რამდენიმე კვირის წინ ნემცოვთან მქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა აეწყოს უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობა. ბორისმა განმიცხადა, რომ მას აქვს მყარი მტკიცებულებები იმისა, რომ უკრაინაში რუსი სამხედროები იბრძვიან. ვიღაცას ამის ძალიან ეშინოდა და ამიტომაც მოკლეს“, - განაცხადა პოროშენკომ. მისივე თქმით, ნემცოვი უკრაინის დიდი მეგობარი და რუსეთის დიდი პატრიოტი იყო. „ნემცოვი არის რუსის სიმბოლო, რომელიც უკრაინას პატივისცემით ეპყრობა ადამიანი, რომელიც საკუთარ სახელმწიფოში ყველაფერს აკეთებდა, რათა თავისუფლება დაეცვა. ის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მზად იყო ცხოვრება გაეწირა“, - აღნიშნა პოროშენკომ.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)