05:20 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-18 22:40:29, 3590 ნახვა

სპეციალური ანონსი
19 ივნისის სპეციალური ანონსი

19 ივნისს, 10:00 საათზე, „თბილისი მარიოტში“ გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „ევროპული ინეგრაცია და საქართველო“ (ეკონომიკისა და ბიზნესის აქტუალური პრობლემები გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში: თეორია და პრაქტიკა). 
საკონტაქტო პირი: გვანცა ყანჩაველი 558877979

19 ივნისს, 16:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში,“ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის მიერ ორგანიზებული მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოებას დაესწრება. 

19 ივნისს, 19:00 საათზე, ანსამბლ „საგალობელის“ (ხელმძღვანელი მაია მიქაბერიძე) სოლო კონცერტი გაიმართება.
მის: საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზი (ელიას მთა, წმ.სამების საკათედრო ტაძარი, I სართული).
დასწრება თავისუფალია.

19 ივნისს, 20:30 საათზე, მცხეთაში, სვეტიცხოვლის გალავანთან, ”დემოგრაფიული აღორძინების ფონდი“ და პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ერთობლივ ღონისძიებას გამართავენ. ღონისძიების გზავნილია „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics