|
2016-06-18 11:23:33, 1038 ნახვა
სამართალი
ოქროსა და ბრილიანტის ნაწარმის საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოქროსა და ბრილიანტის ნაწარმის საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე, ანარ მამადოვი დააკავა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“ გავლით უკანონოდ შემოიტანა არადეკლარირებული, უმაღლესი სინჯის ოქროს ნაკეთობები და ბრილიანტისგან დამზადებული საიუველირო ნაწარმი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენას 33 000 ლარს. საგამოძიებო სამსახურმა ანარ მამადოვი სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას დააკავა“, - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)