11:50 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 23:11:05, 1496 ნახვა

მსოფლიო
ბრაზილიის უარი რუსეთს - რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშები რუსი მძლეოსნების გარეშე ჩაივლის

რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშები რუსი მძლეოსნების გარეშე ჩაივლის - მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციისა და მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილება ძალაში რჩება.

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საგანგებო სხდომამ არ დააკმაყოფილა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის მოთხოვნა და დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა. განჩინების მიხედვით, ოლიმპიადაზე გამოსვლას მხოლოდ ის სპორტსმენები შეძლებენ, რომელიც საკუთარი უდანაშაოლობის დამტკიცებას შეძლებენ, თუმცა ამ შემთხვევაში, მათ ოლიმპიადაზე ასპარეზობა არა რუსეთის არამედ ნეიტრალური სპორტსმენის სახელით მოუწევთ.

ცნობისთვის, მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ რუსი მძლეოსნები 2015 წლის ნოემბერში აკრძალული პრეპარატების მოხმარებაში ამხილა, რასაც მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის მოკვეთა მოჰყვა.

საეთაშორისო ორგანიზაციის წევრის სტატუსის აღსადგენად რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას, რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს, თუმცა ჩატარებული სამუშაოები საკმარისი არ აღმოჩნდა.

21 ივნისს კი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელზეც შესაძლოა, რიოს ოლიმპიადაზე მძლეოსნების ინდივიდუალურად დაშვებაზე იმსჯელონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics