|
2016-06-17 18:43:39, 1016 ნახვა
სამართალი
"სარფის" მებაჟე-ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა 10 ივნისს, საქართველოს მოქალაქე გ.ბ.-ს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს. "მგზავრი „სარფის“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა. ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მის კუთვნილ ხელბარგში 61,38 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 4290,82 ლარი. ანალოგიური კანონდარღვევა გამოვლინდა 11 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“. კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის მხრიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქე ს.გ.-ს, ეჭვის საფუძველზე სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 94,87 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4581,26 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, ორივე შემთხვევაში მგზავრებს სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 4290,82ლარისა და 4581,26 ლარის ოდენობით",-ნათქვამია სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)