10:21 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 18:23:28, 669 ნახვა

საზოგადოება
სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული გ.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 5 აპრილს, შუადღის საათებში,  გ.ბ-მ  სამსახურში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს მ.კ-ს და ურთიერთობის გარკვევის მოტივით ჩაისვა ავტომანქანაში.  გ.ბ.-მ   ქ. თბილისში, ნაფარეულის ქუჩიდან - კეკელიძის ქუჩამდე და  თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას  მ.კ.-ს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში განზრახ მიაყენა დაზიანებები. აღნიშნული ქმედებით, დაზარალებულს მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

სასამართლომ გ. ბ.-ს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics