10:21 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 14:42:50, 737 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის საკრებულოში, ქალაქის განაშენიანებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბათუმის საკრებულოში, ქალაქის განაშენიანებასთან დაკავშირებით, K2 კოეფიციენტის გაზრდის უფლებამოსილების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საკითხი საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ მიერ არის ინიცირებული.

"დღემდე  K2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით  რეკომენდაციების გაცემა მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქრთველოს ეკონომიკისა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს, ასევე, აჭარის მთავრობის მეთაურს შეეძლოთ. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უნდა დარეგურირდეს და მომავალი რეკომენდაციების უფლება უნდა მიეცეს თვითმართველობას, ამ შემთხვევაში უფრო მოქნილ ორგანოს ეს იქნება საკრებულოს  ბიურო ამას ექნება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი და შემდგომში გადაწყვეტილებებს მიიღებს ბათუმის მერი ზონალურ საპჭოთა შეთანხმებით. ეს განკარგულება მომზადებულია ფრაქცია "რესპუბლიკელების" მიერ და უახლოს საკრებულოს სხდომაზე ჩვენ ამ საკითხს დავაყენებთ და ვიმედოვნებთ, რომ საკრებულოს წევრები მხარს დაუჭერენ ამ ახალ გადაწყეტილებას“, - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი.

 

ხვიჩა მამულაძე





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics