|
2016-06-15 21:54:21, 995 ნახვა
სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო თასის ჩემპიონი გახდა
უკრაინის ქალაქ ლუცკში, ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო თასის ჩემპიონატზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მესამე სამმართველოს თანამშრომელმა, პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა ილია ქოჩიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. მან 110 კილოგრამიან წონით კატეგორიაში 12 სპორტსმენს შორის იასპარეზა და ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო თასის ჩემპიონი გახდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, ილია ქოჩიაშვილმა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ასპარეზობის ნებართვა 2016 წლის 12 მარტს, თბილისში, საკვალიფიკაციო ტურის წარმატებით გავლის შემდეგ მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატზე იგი MPF/- დივიზიონში (MILLITARY, POLECE AND FIRE - ძალოვანი სტრუქტურები) მიიწვიეს. ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო თასის გათამაშებაზე 15 ქვეყნის 427 სპორტსმენი ასპარეზობდა. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, ილია ქოჩიაშვილი, ასევე, კიოკუშინკაი კარატეს პროფესიონალი სპორტსმენი და 3 გზის საქართველოს ჩემპიონია.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)