|
2016-06-14 17:13:47, 1473 ნახვა
მსოფლიო
Amaq: "ისლამური სახელწმიფოს" ლიდერი ალ-ბაღდადი მოკლეს
"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული სააგენტო Mirror ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, ტერორისტი, კოალიციის ჯარების ავია-დარტყმების შედეგად გარდაიცვალა. ამასთან, ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში მყოფი სააგენტო Amaq-ის ინფორმაციით, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი კოალიციის ავიადარტყმების შედეგად რამადანის მეხუთე დღეს ქალაქ რაკაში, მოსულიდან 65 კილომეტრში დაჭრეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს ალ-ბაღდადის დაჭრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ჯერ-ჯერობით პენტაგონს ალ-ბაღდადის არც დაჭრის და არც ლიკვიდირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაუდასტურებია. Amaq-ის ინფორმაციით, ალ-ბაღდადის სიკვდილს ამ ეტაპზე არც "ისლამური სახელმწიფო" არ ადასტურებს.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)