|
2016-06-14 16:15:30, 1436 ნახვა
მსოფლიო
UEFA-მ რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია 150 ათასი ევროთი დააჯარიმა
UEFA-მ რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია 150 ათასი ევროთი დააჯარიმა. რისი მიზეზიც საფრანგეთის ქალაქ მარსელში მომხდარი არეულობა გახდა, რომელშიც რუსი გულშემატკივრები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" აქვეყნებს. მედია საშუალების ცნობით, UEFA-ს გადაწყვეტილებით, თუ რუსი გულშემატკივრების მონაწილეობით მასობრივი არეულობა გამეორდება, რუსეთის ნაკრები საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშება. ამასთან, რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ უკვე აღნიშნა, რომ რუსული მხარე ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გეგმავს. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ქალაქ მარსელში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე, რუსი და ინგლისელი გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. CNN-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაშავდა. France 24-ის ინფორმაციით, ჩხუბში დაახლოებით 100 ინგლისელი და 50 ადგილობრივი მოსახლე მონაწილეობდა. პოლიციამ არეულობის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)