|
2016-06-10 13:49:03, 1308 ნახვა
მსოფლიო
Reuters: "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ალ-ბაღდადი დაჭრილია
ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ ბაკრ ალ-ბაღდადი და დაჯგუფების კიდევ რამდენიმე წევრი საჰაერო დარტყმის შედეგად დაჭრეს, - ამის შესახებ არაბული მედია იუწყება. მედიის იფნრომაციით, ინციდენტი ერაყისა და სირიის საზღავრზე მოხდა. ამასთან, Reuters -ის ინფორმაციით, ამერიკული ჯარის კოალიციაში ჯერ-ჯერობით აღნიშნულ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ. ამერიკელი პოლკოვნიკის, კრის გარვერის განცხადებით, მათ აქვთ ალ-ბაღდადის დაჭრის შესახებ ინფორმაცია, თუმცა, ამ ეტაპზე მათ აღნიშნულის დადასტურება ჯერ-ჯერობით არ შეუძლიათ. ცნობისთვის, ალ-ბაღდადის დაჭრასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ხშირად ვრცელდება. 2015 წლის მარტში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაღდადი ერაყისა და სირიის საზღვარზე დაჭრეს, რის შემდეგადაც ის ე.წ ისლამური სახელმწიფოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. რამდენიმე თვის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ლივიის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. შეგახსენებთ, რომ აბუ ბაკრ ალ-ბაღდადი "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი 2014 წლის ივნისიდან არის. ამ დროის განმავლობაში "ისლამურმა სახელმწიფომ" ბევრი ტერიტორია დაიპყრო, ხოლო დაჯგუფების მასშტაბი გაიზარდა და 200 ათასამდე გაიზარდა.
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)