15:53 - 20 Aug, 2026
|
2016-06-10 10:45:48, 1099 ნახვა
სამართალი
თამთა მურადაშვილი: 10 ივნისი მართლმსაჯულების პანაშვიდის დღეა
"10 ივნისი მართლმსაჯულების პანაშვიდის დღეა",-ასე შეაფასა რუსთავი 2-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა ტელეკომპანიასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ ურთმელიძის გადაწყვეტილება, რომლითაც ტელეკომპანიის 60% ქიბარ ხალვაშს, 40% კი, მის კუთვნილ კომპანია "პანორამას" გადასცა, ძალაში დატოვა. „პირველი ინსტანციის "მოსამართლე", თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. 10 ივნისი მართლმსაჯულების პანაშვიდის დღეა. პანაშვიდზე ვართ მოსულები. განგებ შავებში ვარ დღეს, იმიტომ, რომ ველოდი ამ გადაწყვეტილებას და მინდოდა მიმესამძიმრებინა ქართული საზოგადოებისათვის, რომ დღეს ფაქტობრივად გარდაიცვალა მართლმსაჯულება,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)