|
2016-06-09 17:11:08, 792 ნახვა
სამხედრო
თინათინ ხიდაშელმა პოლკოვნიკი ტრეისი როუ მედლით დააჯილდოვა
ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მრჩეველს, კავკასიისა და კასპიის რეგიონის მიმართულების დირექტორს, პოლკოვნიკ ტრეისი როუს მედალი "გენერალი მაზნიაშვილი" გადასცა. ხიდაშელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, ორივე მხრიდან, სწორად პოლკოვნიკ ტრეისი როუს მსგავსი ადამიანები უმყარებენ საფუძველს. „ტრეისი როუ საკუთარი ქვეყნის გამორჩეული და ღირსეული სამხედრო მოსამსახურე, ხოლო, საქართველოს განსაკუთრებული მეგობარია“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. ღონისძიებას, რომელიც აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული, შეერთებული შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრების სიაში საქართველოს პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოების სხვა საჯარო მოხელეებიც იყვნენ. საზეიმო ღონისძიებაზე არაერთხელ აღინიშნა საქართველო-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით მიღწეული წარმატებები. ხაზგასმით აღინიშნა მაისში ერთობლივი სამხედრო წვრთნის "ღირსეული პარტნიორის" წარმატებით ჩატარება და მნიშვნელობაც.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)